საქართველოს უკვდავი არქიტექტურული შედევრები
1.გურჯაანის ყველაწმინდა — VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („მავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. „ყველაწმინდა“. ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე.
გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები — შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთ და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, მათ თავზე მოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება, სხვაგვარია (უფრო აზიდულია) შენობის პროპორციებიც.
- 2.
სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს
http://ka.wikipedia.org/wiki/
No comments:
Post a Comment