Friday, November 30, 2012

ვიდეო მასალა


                                                              საქართველოს ტაძრები
http://svideo.ge?v=2WlkSkFj9hpLcvBY3tXVCkwsX

ის უკვდავია


                                             რაშია ხელევნების უკვდავება
  ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს  ვერ ეწევა სიკვდილი. 
ხელოვნება ესაა მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი, არქიტექტურა, მაგრამ ეს მარტოოდენ ჩამოთვლაა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა. გაცილებით ძნელია კოგიკური განსაზღვრების ჩამოყალიბება, ანუ მოძიება იმ საერთოსი, რაც საფუძვლად უდევს თითოეულ მათგანს.
მართლაცდა რატომ ვაერთიანებთ მათ ,,ხელოვნების” ცნებაში? ისინი, ხომ აგრერიგად განსხვავებულნი არიან?!
რა საერთო აქვს. აბა რომანსა და ქანდაკებას, სიმფონიასა და ნახატს, კინოფილმსა და არქიტექტურულ ნაგებობას?
შესაძლოა ასეც ითქვას: ხელოვნება ესაა ადამიანის ესთეტიკური ქმედება. წერს რომანს თუ სურათს ხატავს, ცეკვავს თუ აპროექტებს მონუმენტს _ იგი ქმნის ესთეტიკურ ღირებულებას. ეს უკვე ჰგავს განსაზღვრას, მაგრამ რაღა თავად ესთეტიკური ქმედება?
ჩვენ შეგვიძლია ამ კითხვას ასე ვუპასუხოთ: ესთეტიკური ქმედება ხორციელდება მშვენიერების კანონებზე დაყრდნობით, მიმართულია მშვენიერების შესაქმნელად და იწვევს დადებით ემოციებს.
ეს სწორი გამონათქვამი ბუნდოვანებით იქნება მოცული.... განა მშვენიერებისადმი სწრაფვა არ ვლინდება მეცნიერებასა, შრომასა და საერთოდ ყოველდღიურ ყოფაში? ყოველგვარი შემოქმედება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ხომ წარმოადგენს მშვენიერების კანონებზე აგებულ შემოქმედებას....
სიხარულს, აღელვებას, სიცილს, სიბრალულის ემოციებს ხომ მარტო ხელოვნება  იწვევს....ყოველივე ამის მიხედვიტ ხელოვნებაა ის რაც უძლებ წლებს, სააუკუნეებს, ეპოქებს. არ აქვს მნიშვნელობა რას ქმნი  , მთავრია ისე  ქმნიდე რომ მისი დავიწყება ვერავინ შეძლოს.

ქართული შედევრები


            საქართველოს უკვდავი არქიტექტურული შედევრები
  • Gurjaanis kvelatsminda.jpg1.გურჯაანის ყველაწმინდა — VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („მავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. „ყველაწმინდა“. ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე.
    გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები — შირიმის თლილი კვადრებით. თაღებიკამარები და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთ და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, მათ თავზე მოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება, სხვაგვარია (უფრო აზიდულია) შენობის პროპორციებიც.
     

  • 2.სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს
3.ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას 


http://ka.wikipedia.org/wiki/

არქიტექტორები


                                          საქართველოს არქიტექტორები

ისტორია

                                             არქიტექტურის  ზოგადი  ისტორია
 ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურასმუსიკასცეკვასდრამატურგიასმხატვრობასსკულპტურასა და არქიტექტურას
არქიტექტურა — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან —ურბანილი დაგეგმარება.ურბანული დიზაინი- აგლომერაციის, ქალაქისა თუ თემისსივრციტიმ მოწყობის (გეგმარების) დისციპლინაა, რომელიც ურბანული რეგიონების, მუნიციპალიტეტების და საქალაქო უბნების ფიზიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნავს. განვითარების უფრო მცირე მასშტაბებზე სხვა პროფესიები არის კომპეტენტური, როგორიცაა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი. ამის საპირისპიროდ, რეგიონალური დაგეგმარება იხილავს უფრო ვრცელ გარემოს ნაკლებად დეტალურ დონეზე.და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.